„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არ ვართ ჩართული კონსულტაციებში, რადგან ეს კანონი არ შეეხება ჩვენს საფინანსო სექტორს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ჩვენ გვექნება საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა საკითხს, ერთ-ერთი მთავარი სფერო იქნება ეკონომიკა და ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის და შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის.
საქმიანობა, რომელსაც საქსტატი ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა Georgia Global Utilities-ის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სამინისტრო, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, აქტიურად მუშაობს როგორც ინვესტორის გამოცხადების, ასევე სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო.
ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, – ამის შესახებ გენადი არველაძემ განაცხადა.