ოფიციალურად, თითქმის ყველა სექტორში ვხედავთ დასაქმებულების ზრდას, - განცხადება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ურბანული განახლების კონკრეტული პროექტების დამტკიცება დაიწყო.
ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედავს - ამის შესახეებ სებ-ის ვიცე-პრეზიენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა. მისი თქმით, განახლებული პროგნოზით წელს ეკონომიკა 7%-8%-ის ფარგლებში გაიზრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9 პროცენტი შეადგინა.
1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 4 171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული.
„ყველაფრისთვის საჭიროა ინვესტიციები. სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. დღეს, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ უპრეცედენტოდ გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი იქნება 3 მილიარდი ლარი", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე.
ივნისში საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული - 9.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. წლიურ ჭრილში ფასების ასეთი მკვეთრი მატების ძირითადი მიზეზი სურსათის და საწვავის გაძვირებასთან ერთად ბუნებრივი აირის ტარიფის მატება იყო.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წლის 6 თვის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.
ჩვენი ამოცანაა, გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენი სექტორის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.