
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2022 წელს 12.4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 12.8%-ით მეტია (11.0 მილიონი ტონა).

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის იანვარში ინფლაციამ 9.3 პროცენტი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 9.4-პროცენტიან ინფლაციაზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა. აქედან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი – კაცი.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა მოდერნიზაციის შედეგად 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება.

საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტრასეკა-ს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

გასული წლის ბოლოს მიმდინარე ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო რამდენიმე სექტორში რეფორმების მხარდასაჭერად: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება, – ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

2023 წლის 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.