საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა ნაკადები გაზრდილია, თუმცა ამ მიმართულებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არავითარი დრამატული ვითარება არ არსებობს.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეხუთე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული,–ამის სესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
საქართველო ნამდვილად მოწინავეა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს ხომ არ არის მოგონილი ციფრები, ამას აფასებს მსოფლიო ბანკი, აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
2022-09-24„20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა. 4 316-მა ადამიანმა კი მოახდინა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება“, - განაცხადაჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წამყვან ხუთ ეკონომიკაში საქართველო შვეიცარიასთან ერთად შედის.
დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა რეგიონის სასიკეთოდ გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართული ღვინის ექსპორტის 85-90% წითელი ღვინოა“ - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.