ქალაქ ბრიუსელში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას მოლდოვისა და საქართველოს ხალხის გვერდით და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზაზე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.
2023 წლის თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა.
ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების განახლებულ რეიტინგში საქართველო 35-ე ადგილზეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, სხვადასხვა უწყებების მიერ, 2022 წელს 17 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებაა შემოსული, რომელთა საერთო მოცულობა 3 001 0036 ლარია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტენდერი, რომლის პროექტის ღირებულებაც 13 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, ის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოყოფილი კრედიტით ფინანსდება.
ბოლო ორი თვის, იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.