ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და, ბუნებრივია, გაგრძელდება მოსახლეობის უნივერსალური მოცვა ამ პროგრამით. ამასთან, ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.