საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობა ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალო მედიკამენტების შემოტანაზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანგარიშს აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.
სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, უკვე ჩაბარებული არის, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის ჩამობრძანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტის (IMD) წარმომადგენელს, არტურო ბრის შეხვდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ახალი პროფესიის დაუფლებასა და დასაქმებაში, ასევე, მეორე მხრივ, ბიზნესს - კადრების მოძიებაში.