უმჯობესია, დევნილის დახმარება მიბმული იყოს არა დევნილის სტატუსზე, არამედ კონკრეტულ საჭიროებებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
„რაც შეეხება დევნილების დახმარებას, ეს არის 45-ლარიანი დახმარება, თუმცა ამის მიღმა დევნილები, საჭიროების შემთხვევაში სარგებლობენ სხვადასხვა პაკეტებით, რაც არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და რეკომენდაცია. უმჯობესია, დახმარება მიბმული იყოს არა დევნილის სტატუსზე, არამედ კონკრეტული საჭიროებებზე.
ვფიქრობთ, ამ მიდგომით უნდა გაგრძელდეს მუშაობა. მთავარია, ვისაც აქვს სათანადო საჭიროება, ყველა შესაბამისი სახსრებით იყოს უზრუნველყოფილი, ანუ წვდომა ექნებათ დევნილებს სხვადასხვა პაკეტზე, და ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკის ხაზი ამ მიმართულებით“, - თქვა მან.