
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთთან გადადის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე და მყარდება სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. განახლების მიხედვით, ლარის კურსთან დაკავშირებით, თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელი შეფასება უცვლელია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 059 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა.

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ეწვია პეკინში Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს. მთავრობის მეთაურს კომპანიაში Huawei-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ლიანგ ჰუამ უმასპინძლა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

როგორი იყო 2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავალი? - საქსტატის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი.