დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის ჩამობრძანებას, დიდ იმედს ვამყარებ და მინდა, გამოვთქვა ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ საქართველოსთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ეროვნული უსფართოხების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველთან, ბატონ სალივანთან. მინდა, საჯაროდ გამოვხატო მადლიერება. მქონდა ხანგრძლივი, ღია, გულწრფელი საუბარი. ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი, მსჯელობა, ბოლო პერიდოში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები, საუბრები, სამწუხაროდ, აღარ გამართულა. ამის მიუხედავად, ჩვენთან მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა ამერიკიდან, მაგრამ ბატონ სალივანთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა და ჩვენ შევეხეთ პარაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხებოდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობას. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის, ქალბატონი დანიგანის ჩამობრძანებას, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში. მე დიდ იმედს ვამყარებ და მინდა, გამოვთქვა დიდი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან, ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ გექნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, ხაზგამით მინდა აღვნიშნო, გულწრფელი ურთიერთობა. ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ხანდახან შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას რა თქმა უნდა, თავისი მიზნები და ინტერსები აქვს. არსებობს საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ არის ანომალია და რაღაც არაჯანსარი მოცემულობა. მთავარია, რომ დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს გულწრფელი კომუნიკაცია. ჩვენ არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს, არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არცერთ საკითხთან მიმართებაში, ხაზგასმით აღვნიშნავ. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველოდება ახალ ელჩთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.