ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს. ამასთან, ბოლო თვეებში გაუმჯობესება აღინიშნება.
სავაჭრო პალატის პრეზიდეტმა, გიორგი პერტაიამ პალატის საბჭოში შემავალ ბიზნეს ასოციაციებს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და მომავალი წლის გეგმები გააცნო.
ჩვენმა ეკონომიკამ და საბანკო-საფინანსო სისტემამ, რომლის ზედამხედველობასა და სტაბილურობაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, გაუძლო არსებულ გარე შოკებს და აჩვენა საკმაოდ მაღალი მედეგობა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა, ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარის“ დირექტორმა, მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 72 265.7 მლნ. ლარი შეადგინა.
ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობის და ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.07 მლრდ ლარით, ანუ 2.14%-ით გაიზარდა და ნოემბრის ბოლოს 51.19 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მუშაობა დაასრულა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე.