
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 35.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 20.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა.

2023 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.


სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება - თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ივლისის საქონლით საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მიგრაციისა და გზავნილების დინამიკა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვან ნორმალიზებაზე მიუთითებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა.