2023 წლის აგვისტო-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 23.5 მლნ აშშ დოლარიდან, 1.08 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში გაზის იმპორტი 9,7%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15.910 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის ტელევიზიას, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა.
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 204 ათასი ტონა ყურძენი, მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით გამართულ პირველ პლენარულ სხდომას დაესწრო.
18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარდგენას დაესწრო. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით დაიწყო, საქართველოში ირიგაციის სისტემების გაუმჯობესებით, ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის და მიწის მართვის პრაქტიკის დანერგვას.