
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ კონსერვატიულად იგეგმება და ჯამში, 2023 წელს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა.

სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები და 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ბოლო ათ წელში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირლანდიამ დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 001.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, – ამის შესახებ კალაძემ განაცხადა.

კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით ჩატარებული ეკონომიკური გავლენის ანალიზის შედეგები მობილურ ოპერატორებს გააცნო.

იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად, – ამის შესახებ ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.