
ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, კავკასიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციაზეა დამოკიდებული.
დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი პასუხობს ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს.

ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ანაკლიის განვითარებისთვის ოცი მილიონი ლარია გამოყოფილი.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს და ძირითადად თავისუფალ 41 ქვეყანას შორის მოხვდა. 2023 წლის ანგარიში 2021 წლის პერიოდს მოიცავს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.

პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს, ეს არის უმრავლესობა, - ამის შესახებ მსხილაძემ განაცხადა.