
აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისადმი ორივე მხარის ერთგულების ნიშანი.

დღეს ოფიციალურად მოეწერა ხელი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (CEPA).

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ქართული პროდუქციის 97.5% ტარიფის გარეშე შევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

10-12 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს.

მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, თითოეული მევენახის ყურძენი სრულად იქნება დაბინავებული.

ბოლო ათ წელიწადში საქართველოში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან - ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა.

„ღვინის დღეებით“ ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.