
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 226.32 მლნ ლარით, ანუ 0.47%-ით გაიზარდა და აგვისტოს ბოლოს 48.02 მლრდ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 48.06 მლრდ ლარი შეადგინა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს.

თიბისის მიერ დღეს გამოქვეყნებული მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა.

საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, – განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების დანიშვნას "უმრავლესობის მიერ წარმოებული მანკიერი პროცესის ლუსტრაციად" აფასებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტებისა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამწლიანი პროექტის – „არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად ყალიბდება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.