jan-medi
ავერსი ART WINDOWS

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი. დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს წუხილი აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭვირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა მზაობა შემდგომი დიალოგისთვის.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

132