
რუსეთთან ცალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც არაფრით არ ბალანსდებოდა, არ იყო ჩვენთვის ხელსაყრელი, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას დავით უსუფაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთში ექსპორტის წილის ზრდას ეხებოდა.

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს.

როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, გეტყვით ციფრებით, 2012 წლამდე აშენებული იყო 68 კმ მაგისტრალი, ჩვენ ავაშენეთ – 203 კმ გასულ წელს, მხოლოდ ერთ წელიწადში გავხსენით 37 კმ მაგისტრალი, წელს კი 90 კმ-მდე მაგისტრალის გახსნა გვაქვს დაგეგმილი, -ამის შესახებ ქარსელაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვების პასუხად განაცხადა.

მგონი, ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მეექვსე კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს დეცენტრალიზაციის 5-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების მოკლე მიმოხილვა და სამომავლო ხედვები წარადგინა.

საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა და 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა.