ქვეყანას აბსოლუტურად ჯანსაღი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი აქვს, ეს შეეხება ქვეყნის საგარეო ვალს, ბიუჯეტის დეფიციტს, ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას და სხვა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეროვნულ ბანკს აქვს.
„ძალიან მარტივად გეტყვით – ბოლო პერიოდში გვაქვს ძალიან სტაბილური ეკონომიკური პროგრესი, განვითარება. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ ექსპერტთან. გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, ამავე დროს გვაქვს ძალიან დაბალი ინფლაცია. ყველაზე დიდი მიღწევაა და ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე. გვაქვს ყველა სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი აბსოლუტურად ჯანსაღი, ანუ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან სტაბილური, ჯანსაღი. ეს შეეხება ქვეყნის საგარეო ვალს, ეს შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას და ა.შ. და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი, რა თქმა უნდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, უჭირავს ეროვნულ ბანკს და ვფიქრობ, ეს არის ობიექტური მაჩვენებელი, მათ შორის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მუშაობის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.