
2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების 11 938 მომხმარებელს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ არასწორად დარიცხული წყალარინების მომსახურების საფასური, ჯამში 6 048 539 ლარი უკან დაუბრუნდება.

უმჯობესია, დევნილის დახმარება მიბმული იყოს არა დევნილის სტატუსზე, არამედ კონკრეტულ საჭიროებებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

საქართველოს პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა იქნება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

კობახიძის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება.

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი და მომავალშიც ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, გვერდიგვერდ ორი საერთაშორისო აეროპორტის არსებობა უბრალოდ აკეთებს კანიბალიზაციას და არცერთის განვითარებას ხელს არ უწყობს. ამის შესახებ დავითაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისა და გურიაში პოტენციურად აეროპორტის განვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,ჩვენი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. შესაბამისად, სესხი, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ესა თუ ის პროექტი, ცალსახად გულისხმობს იმას, რომ ქართულმა მხარემ, ანუ მსესხებელმა აუცილებლად სრულად და ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესები და პროცედურები“-ასე უპასუხა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ დასმულ შეკითხვას.

2024 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 0.0% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.