ჩვენ შეგვიძლია, თვისებრივად გავაძლიეროთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "სვეტიცხოვლობის" საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
„ჩვენ გვაქვს სისტემური მიდგომა, ზუსტად ვიცით, წლიდან წლამდე რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად. ეს ეხება ავტოსაგზაო მაგისტრალებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას, ეს ეხება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, ანაკლიის პორტის განვითარებას, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ოთხი წლის თავზე ქვეყანას ექნება სრულიად განსხვავებული, ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები რეგიონში, ვიდრე აქვს დღეს. შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“, – განაცხადა პრემიერმა.