janmedi
ავერსი ნემო

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23.077 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.6 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 6.875 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 17.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16.202 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 6.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 9.327 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.

79