
2024 წლის პირველ კვარტალში, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის ექსპორტი შემცირდა.

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კანადიდან ღვინის პროფესიონალების 17-კაციანი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა.

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით, საქართველოში წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა „ბიზნეს სამიტი 2024“ გაიმართება.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სხვადასხვა სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან, მაისის თვეში, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში RAW Wine Tokyo მონაწილეობდა.
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ახალი მარნების წარმოჩენა, ღვინის ტურიზმისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის მაისის თვეში, ორ მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან „Wine Enthusiast“ თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. თანმშრომლობა 2024 წელსაც გრძელდება.